სასწავლო პროექტი


როგორია ჩვენი სოფლის 
დემოგრაფიული პრობლემები?

პროექტის მთავარი იდეა: პროექტის ფარგლებში ჩატარებული კველევების საფუძველზე დავადგინოთ, არის თუ არა კავშირში სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა სოფლის დემოგრაფიულ პრობლემებთან?

პროექტის აქტუალობა: პროექტის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები გაარკვევენ თუ რა კავშირშია ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება სოფლის პრობლემებთან.

პროექტის მიზნები: ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, შედარება, ცხრილების შედგენის, სვეტური დიაგრამის, გრაფიკის აგების, გაანალიზების, შედარების, კომუნიკაციის, დასკვნების გამოტანის უნარის განვითრება.

მონაწილეთა ასაკი: 16 წელი;

ვადები/ხანგრძლივობა: 1 წელი;

მოსალოდნელი შედეგი: შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც დაფიქსირდება სოფლის დემოგრაფიული მდგომარეობა.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, გამოკითხისათვის საჭირო კითხვარები, ფურცლები, პასტები, ფანქრები.

პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები:
აქტივობა1 – სახელმძღვანელოზე მუშაობა. მოსახლეობის შესწავლის პროცესში გამოჩნდება მოსწავლეთა ინტერესი საკითხისადმი;
აქტივობა 2 – ჯგუფების დაკომპლექტება.
ა) ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სკოლასი მოსწავლეთა რაოდენობრივი ცვლილებისა ბოლო 5 წლის განმავლობაში და გამოსახავენ გრაფილულად.
ბ) მეორე ჯგუფი  თემის თვითმმართველობის  შესაბამის კადრებთან მოიძიებს ინფორმაციას 2010–2011 წლებში თემში  შობადობისა და სიკვდილიანობის შესახებ. განსაზღვრავენ ბუნებრივ მოძრაობას  და გამოსახავენ გრაფიკულად.
გ) მესამე ჯგუფი თემის თვითმართველობის  შესაბამის კადრებთან მოიძიებს ინფორმაციას 2006–2011 წლებში თემში მოსახლეობის რაოდენობრივი ცვლილებისა, ასევე ადგენენ სქესობრივ შემადგენლობას და გამოსახავენ გრაფიკულად.
დ) მეოთხე ჯგუფი თემის თვითმართველობის  შესაბამის კადრებთან მოიძიებს ინფორმაციას მექანიკური მიგრაციის შესახებ. იღებს ინტერვიუებს  და ახდენს ანკეტურ გამოკითხვას სხვადასხვა  ასაკის მაცხოვრებელთან და წარმოადგენს შესაბამის ანგარიშს.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, მათემატიკა.

პროექტის ხელმძღვანელი: მაყვალა ხეჩუაშვილი.

ელ.ფოსტა: mkhechuashvili@gmail.com